
პრემიერმინისტრი ერთსა და იმავე პროექტის განხორციელებას მეორედ იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილის ერთი წლის წინანდელი ინიციატივა, რომ 2023 წლის იანვრიდან ყოველ მესამე შვილზე ოჯახს დახმარების სახით 1000 ლარი მიეღო, ჩავარდა. ახლა კი პრემიერმინისტრი თავიდან აანონსებს დემოგრაფიულ მდგომარობაზე ზრუნვას და მთავრობამ სპეციალური კომისიაც კი შექმნა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ვერაფერს ამბობს, საერთოდ ამოქმედდება თუ არა პროგრამა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი