
"იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა პრობლემებს ნიკა გვარამიას საქმეში... ძალიან გაწბილებულები ვართ", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საუბრობს.
ჩვენ ძალიან ვართ გაწბილებულები უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით. აშშ-ის საელჩო თავიდანვე გამოხატავდა შეშფოთებას ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა პრობლემებს ამ საქმეში, მაგრამ მათ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენ ძალიან გაწბილებულები ვართ, - ამბობს კელი დეგნანი.
იხილეთ ასევე: