საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ "ოცნების" ხელისუფლება კრემლთან ღია და ოფიციალურ თანამშრომლობაზე გადადის. მოსკოვში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსული პროდუქციის შეუფერხებელი ტვირთბრუნვა და ახალი სატრანსპორტო დერეფნის დროული გახსნა იყო.
ოკუპანტი ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლებების ახალი გეგმით, საგანგაშო სტატისტოკა, რომელიც ასახავს ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთის ეკონომიკაზე, კიდევ უფრო დრამატული გახდება. 2023 წლის ბოლო 5 თვის მონაცემებით, საქართველომ რუსეთთან მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლით ივაჭრა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 40 პროცენტით მეტია.