
პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის 11 რეკომენდაცია სრულად შეასრულეს, ხოლო პოლარიზაციის პუნქტის შესრულებისთვის, "ყველაფერს აკეთებენ".
ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კი ის აცხადებს, რომ "კრიმინალური ქეისი" დეპოლარიზაციასთან, არაფერ შუაშია:
"ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ. მე-12-ს რაც შეეხბა, პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება... რა შუაშია პოლარიზაციის დასრულება თუ შესრულება, ცალკეულ კრიმინალურ ქეისთან. არაფერ შუაში არაა" აცხადებს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, მან დღეს არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერმა მას ნიკა გვარამიას გათავისუფლება მოსთხოვა.