სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მისმა ლობისტებმა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ბოდიში უნდა მოიხადონ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან. ის ამბობს, რომ ლობისტებმა, მათ შორის ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც იცავდნენ მესამე პრეზიდენტის "სპექტაკლს" ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

"მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან. მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და სამარცხვინო გამოსვლებისა, შეგახსენებთ, რომ იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარსდგა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინის ენის თარჯიმანი, რათა ესაუბრა უკრაინულ ენაზე. ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა, ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე გონი მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს. 

სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ის შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი რაც დაგვიდგა მან. ამის შემდეგ რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია რაც აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ საზოგადოებას. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი არ ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი, ასე ვთქვათ სპექტაკლი. 

მე ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა, ასევე, არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ მათ შორის ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ყოფილი წარმომადგენლები, ლობისტები და ბევრი ადამიანი გამონათქვამი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც იცავდნენ მის აი ამ სპექტაკლს, მე ვფიქრობ, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ სახელმწიფოს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ არის კარგად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი