"რაც შეეხება აი ამ თავდასხმებს და აგრესიულ გამოვლინებას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა თუ ოპოზიციონერების მიმართ. რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას. მაგრამ, იცით რომ პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ჩვენი პასუხი არის ამით ნათქვამი"
ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორკების სამიზნე გახდნენ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩი-მეტი თავისუფლების ახალგაზრდული ბანაკის წევრები, ფრანკლინის კლუბი და ლევან ბერძენიშვილი.