რუსეთი სულ მცირე ორჯერ დაესხა თავს კიევში, დაზვერვის შენობას და ბუდანოვის ლიკვიდაციის 10 მცდელობა ჰქონდა - The Economist

გამოქვეყნდა:

The Economist უკრაინის დაზვერვის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელზე, კირილ ბუდანოვზე სტატიას აქვეყნებს და მას საკულტო ფიგურას უწოდებს.

"როგორც რუსეთში გაბედული ოპერაციების არქიტექტორი, ის კრემლის გაღიზიანების თვალსაჩინო წყაროა" - წერს გამოცემა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ომის მიმდინარეობისას, ბუდანოვის სიცოცხლის ხელყოფის სულ მცირე ათი მცდელობა განხორციელდა,ხოლო დაზვერვის შენობა სულ მცირე ორჯერ დაექვემდებარა რუსულ დაბომბვას. 

ეს პირველად მოხდა 2022 წლის მარტში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე, მეორე თავდასხმა კი 29 მაისს. გამოცემის ცნობით, დაზვერვის ოფისს ესროლეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

ამის შემდეგ კი კრემლმა და მათმა პროპაგანდისტებმა გაავრცელეს ჭორები თითქოს, ბუდანოვი დაიჭრა და კომაში მყოფი, გერმანიაში გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი