აგვისტოს ომი უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერია - თეა ახვლედიანი

გამოქვეყნდა:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა. ამ თემაზე კომენტარი მან გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალთან გააკეთა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამაც შეიწირა ჩვენი ასობით მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენ დავკარგეთ, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მებრძოლი ჯარისკაცები, რომელთა სიმამაცე და პატრიოტული სულისკვეთება დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. დიდ პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ისევე როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას, - თქვა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმმა ომის შემდეგ არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მან განსაკუთრებით გამოტო არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული და ირაკლი კვარაცხელია. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დასახულ მიზნებს მიაღწევენ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი