შანსები 50/50-ზეა, ბევრი რამ იქნება, სამწუხაროდ, დამოკიდებული გლობალურ ომის პარტიაზე - კობახიძე სტატუსზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა. მისი თქმით, ბევრი რამ "გლობალურ ომის პარტიაზე" იქნება დამოკიდებული.

"50/50-ზე გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანსები არის 50/50-ზე. ბევრი რამ იქნება, სამწუხაროდ, დამოკიდებული გლობალურ ომის პარტიაზე. შარშან სწორედ გლობალური ომის პარტიის ჩარევის შედეგი იყო ის, რომ მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება. ძალიან მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის მანიპულირება, რატომ? იმიტომ, რომ 27 ქვეყანა ერთად იღებს გადაწყვეტილებას, ყველას მხარდაჭერა არის საჭირო, საკმარისია რომ ერთი ქვეყანა მაინც აქედან გამოწიო, უკვე ქვეყანას არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზეა საუბარი, ძალიან ადვილია გარედან ჩარევა, მით უმეტეს გლობალური ომის პარტიისთვის, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი სხვადასხვა თვალსაზრისით", - თქვა კობახიძემ.

მისი განცხადებით, თუ "გლობალური ომის პარტია" დაინახავს, რომ "ქართული ოცნების" გუნდი და საზოგადოება არ არის მყარად, მეტი იქნება ცდუნება, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტიელბა იქნეს მიღებული. 

"თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და მიღებულ იქნება შარშანდელისგან განსხვავებით სამართლიანი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს არა გლობალური ომის პარტია,ა რამედ გაიმარჯვებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესები და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესები", - ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი