IDU-მ მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი შეეხება კონკრეტულად მიშა სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრებს - ცისკარიშვილი

გამოქვეყნდა:

„IDU-მ მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი შეეხება კონკრეტულად მიშა სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრებს. მეორე რეზოლუცია კი, რომლებიც არის შვედი პარლამენტარების" - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.

მისივე ინფორმაციით, "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი" ითხოვს პუტინის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას

„IDU-მ მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი შეეხება კონკრეტულად მიშა სააკაშვილს, საქართველოში არსებულ სიტუაციას , პოლიტიკურ პატიმრებს, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და ლაზარეს. მათი გათავისუფლების აუცილებლობას და მნიშვნელობას, ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები. მერე ყველამ, მათ შორის მიშა სააკაშვილმა თვითონ იცის როგორ გამოასწოროს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს არის პირველი რეზოლუციის სულისკვეთება.

მეორე რეზოლუცია ჩვენმა კოლეგებმა შემოიტანეს, დააინიციირეს შვედმა პარლამენტარებმა, რომელიც შეეხება პუტინის ყველა პოლიტიკურ პატიმარს, მიშასთან ერთად აქ შედიან რუსი და ბელორუსი ოპოზიციონერები და ამ რეზოლუციითაც IDU ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი