ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისათვის ძვირი საფასურის გადახდა მოუწევდათ. ამ თემაზე მან უკრაინელ ჟურნალისტთან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟრნალისიტის კითხვას, შესთვაზა თუ არა რუსეთმა 2 მილიარდი დოლარი მას საქართველოს ოკუპირებულები ტერიტორეიების აღიარების სანაცვლოდ ლუკაშენკომ შემდეგნაირად უპასუხა.
არანაირ თანხაზე არ ყოფილა საუაბრი, ამ საკითხთან მიმართებაში ფასი გაცილებით უფრო ძვირი იყო. მიუხედავად იმას რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, მათ შორის საქართევლოს, ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ, აფხაზეთისა და ოსეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს მქონია. როდესაც ეს ქაოსი დაიწყო ესენგეს ყველა ქვეყანას ეშინოდა იმისა, რომ ბელორუსია ოსეთის დამოუკიდებლობას აღირებდა. მაგალითად ყაზახეთი კანკალებდა, რადგან მათაც იგივეს გაკეთება მოუწევდათ. ცუდი ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორია გამოგლიჯეს, - განაცხადა ალექსანდრ ლუაკშენკომ.
ინტერვიუს დროს ოფიციალური მინსკის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორების საკითხზე ნატოს მაშინდელ გენერალურ მდივან, ხავიერ სოლანოსთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
ნატოს გენერალური მდივანი, ხავიერ სოლანო ჩემთან თხოვნით ჩამოვიდა, მას არ სურდა აფხაზეთი და ოსეთი გვეღირებინა, რადგან ეს საქართელოს ტერიტორია იყო. ასევე მითხრა, თუ ჩვენ ასე მოვიქცეოდით, მაშინ ესენგეს ყევლა ქევყანა იგივეს იზამდა. ხავიერ სოლანომ თქვა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ბელორუსს SWIFT - პროგრამიდან გარიყავდა და არაერთი ეკონომიკურ სანქციებს დაგვიწესებდა, რაც სერიოზულ პრობლემას წამოადგენდა, - თქვა ელექსანდრე ლუკაშენკომ.
ალექსანდ ლუკაშენკო, ასევე, იხსენებს სამხერთ ოსეთსა და აფხაზეთის აღიარების საკითზე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან დიალოგს.
გავრკვეული პერიოდის შემდეგ სოჭაში დიმიტირი მედვედევმა შეხვედრაზე ეს საკითხი წამოჭრა, მაშინ ის პრეზიდნეტი იყო. მითხრა, რომ როგორც პარტნიორს, რუსეთის პოზიცია უნდა გაგვეზიარებინა. ჩემი პასუხი ცალსახა იყო, თუ ის ამ სავარაუდო სანქციებისა და პრობლემების მოგავრებაში მხარს დაგვიჭერდა მე მზად ვიყავი მეღიარებინა. თუმცა დიმიტრი მედვედევმა მითხრა, რომ ეკონომიკურ საკითხებს პუტინი განაგებდა - რაზეც ადეკვატური შეკიტხვა გამიჩნდა - იყო თუ არა ის ნამდვილად პრეზინდეტი. მე ყველაფერი ღიად ვუთხარი - ჩვენ ვერ შევთანხმდით. გარკვეული დროის შემდეგ ამ აღიარებას ყველა დაივიწყებდა, ხოლო ბელარუსი კი სანქციებს ვერ მოიცილებდა, ასეთი იყო მოკავშირის ჩვენდამი დამოკიდებულება, - თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.