რუსეთი მისი ამჟამინდელი ფორმით ევროპისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება უახლოეს ათწლეულებში - აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი
„ჩვენ არ შეგვიძლია იგივე ურთიერთობა გვქონდეს ქვეყანასთან, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს მეზობლის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს. სანამ რუსული საზოგადოება არ შეიცვლება, რუსეთი ევროპისთვის საფრთხის შემქმნელი იქნება “, - დაწერა მან ტვიტერზე.
ჩეხი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყანა ნელ-ნელა წყვეტს რუსეთთან ყველანაირ ურთიერთობას.
„ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთის დიპლომატიური ყოფნა ჩეხეთში. ჩვენ გაყინული გვაქვს რუსული აქტივები- დაახლოებით 10 მილიარდი CZK (დაახლოებით $460 მილიონი - BBC). ჩვენ შევამცირეთ და გავაგრძელებთ რუსეთზე ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას“, - დასძინა მან.