ოლიგარქიული რეჟიმის გეგმა სისრულეში მოდის - საქართველოს ევროპული პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი და მიუწვდომელი ხდება. ამას ადასტურებს "მთავარი არხის" მიერ მოპოვებული დოკუმენტი, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ევროპული მომავლის საბოტაჟში პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, ევროკავშირის რეკომენდაციების მინიმუმიც კი არ შეასრულა.
ევროკომისიის შუალეურ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შესრულებულია მხოლოდ 3 რეკომენდაცია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს, რისკენაც საქართველოს მოსახლეობა ისწრაფვის.