რუმინეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

ძლიერი აფეთქება მოხდა რუმინეთში, ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ქარხანა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ ნავოდარში. ამ წუთებში აფეთქების მიზეზი და გარემოებები დგინდება, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სამაშველო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი