ევროკავშირის მოთხოვნები მკაფიო და ცალსახაა - რეფომები, რომლებმაც ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე უნდა დააბრუნოს, თუმცა "ოცნების" ხელისუფლება უარს ამბობს რეკომენდაციების შესრულებაზე და მხოლოდ მოჩვენებით პროგრესზე საუბრობს, რომელსაც რეალურ ვითარებასთან კავშირი არ აქვს.
ამას ადასტურებს ევროკომისიის შუალედური და მძიმე დასკვნა. მეტიც, პრემიერმინისტრმა უგულებელყო გერმანიის კანცლერის პირდაპრი მოთხოვნა ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ღიად დააფიქსირა, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში ახლა უკვე დასჯადია და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.