კრემლის მორიგი დირექტივა და "ქართული ოცნების" მიერ ამოქმედებული ახალი სახიფათო გეგმა. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი საფრთხის ქვეშაა. პუტინის რეჟმი სწორედ ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ხელით ცდილობს ფუნქცია დაუკარგოს ვაზიანის სამხედრო ბაზას და შეასუსტოს თბილისის თავდაცვისუნარიანობა, რასაც უკვე წლებია უშედეგოდ ცდილობს.
თავდაცვის მინისტრის მტკიცების მიუხედავად, რომ ახალი სამოქალაქო აეროპორტი, რომლის აშენებასაც ხელისუფლება გეგმავს, ხელს არ შეუშლის იქ მდებარე სამხედრო ნაწილს, ექსპერტებისთვის ნაკლებად სავარაუდოა, სამხედროები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის ღალატის მორიგი ფაქტია.