დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ვლადიმერ პუტინის შემდეგ კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" კრემლის თამაშშია ჩართული და საქართველო რუსული ორბიტისკენ მიჰყავს. ალექსანდრე ლუკაშენკო დაუფარავად და ღიად საუბრობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებზე და ხედავს, რომ "ქართულ ოცნებას" აღარ სურს დასავლეთთან ურთიერთობა და არჩევანს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე აკეთებს. ამ განცხადებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ღონისძიებაც აძლევს, რომელზეც ბელარუსის პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა.
ეს იყო ეგრეთ წოდებული ოდეკაბეს - ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა. რუსეთის მიერ ნატოს ალტერნატივად შექმნილ სამხედრო ორგანიზაციაში ბელარუსის პრეზიდენტის საუბარი საქართველოსთან დაახლოებაზე კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. ეს ნიშნავს ერთადერთს - რომ "ქართული ოცნება" ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან უკვე უმაღლეს დონეზე საუბრობს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სამხედრო და პოლიტიკურ დაახლოებაზე.