პარიზში, აფეთქების შედეგად დაშავებულების რიცხვი 9-მდე გაიზარდა | 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია

გამოქვეყნდა:

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, პარიზში, სახლის აფეთქების შედეგად დაშავებულების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. მათგან 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო: ''გავიგე დიდი აფეთქების ხმა, როდესაც რესტორნიდან გამოვდიოდი, სენ-ჟაკის ქუჩაზე დიდი ცეცხლი იყო''.

შეგახსენებთ, 21 ივნისს პარიზის ცენტრში ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზი სახელდება. საცხოვრებელი კორპუსის ფასადი მთლიანად ჩამოინგრა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი