ელტონ ჯონის შემოქმედებასა და პირად ცხოვრებას შორის დაკარგული "ოცნება" | მმართველი პარტიის ჰომოფობია 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ელტონ ჯონის შემოქმედებასა და პირად ცხოვრებას შორის დაიკარგა. მმართველ პარტიაში აღარ იციან უკან როგორ დაიხიონ და როგორ თქვან, რომ გენიალური მუსიკოსის ორიენტაცია მათი პოლიტიკის საქმე არ არის.

ჰომოფობიური კამპანია მმართველმა პარტიამ მსოფლიო გიგანტის - "მაკდონალდსის" ბროშურის გამო წამოიწყო, რომელშიც სუპერვარკვლავის ოჯახური მდგომარეობაა აღწერილი. ეს ცალსახად, რუსული პროპაგანდის სტილში, კომპანია "კოკა-კოლაზე" თავდასხმის მცდელობა იყო. მაგრამ სულ რამდენიმე დღეში "ქართული ოცნების" ლიდერებმა თავის მართლების რეჟიმში გადართვა დაიწყეს იმის დაჟინებული ტირაჟირებით, რომ ელტონ ჯონის შემოქმედება არც მათთვისაა უცხო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი