მედია: ხელვაჩაურის მერმა პოლიციის უფროსად ნათლულის მამა დანიშნა

გამოქვეყნდა:

ხელვაჩურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, პოლიციის უფროსად თავისი ნათლულის მამა დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.  გამოცემა წერს, რომ ხელვაჩაურის მერისთვის ეს ნეპოტიზმის პირველი შემთხვევა არ არის და მანამდე მან მერიაში ნათლულის ბაბუა დაასაქმა. 

როგორც ადგილობრივი გამოცემა იტყობინება, მათ მოიპოვეს ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ზაზა დიასამიძის ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებიც ვლინდება. "ბათუმელები" წერს, რომ მისი მეგობრები არიან მერის მოადგილე, გიორგი ქარცივაძე, ყოფილი პოლიციელი, ნუგზარ ძნელაძე, ასევე, „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ დირექტორი - ირაკლი კარანაძე...

თავად მერი, ნეპოტიზმის შემთხვევებს კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და თანამდებობებზე ამ ნიშნით მოხვდნენ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ არცერთ პოზიციაზე კონკურსი არ ჩატარებულა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი