რუსეთმა 48 ავსტრალიელს, მათ შორის თანამდებობის პირებსა და ჟურნალისტებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ავსტრალიის 48 მოქალაქე დაასანქცირა. მათ შორის არიან ჟურნალისტები, მუნიციპალიტეტების დეპუტატები და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის კონტრაქტორები. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

„ჩვენს ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით დამატებით 48 ავსტრალიელისთვის აკრძალულია. მათთვის, ვინც ანტირუსულ დღის წესრიგს ქმნიან'' - წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი. 

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრალიას ამ ნაბიჯით რუსი დიპლომატების დასანქცირებაზე უპასუხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი