"რუსეთის ქმედებები არ გამოხატავს არანაირ ინტერესს მშვიდობის მიღწევასა და ომის დასრულებაში", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.
სახდეპის წარმომადგენელს ჟურნალისტმა აფრიკელი ლიდერების უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შესახებ ჰკითხეს, სადაც პუტინმა თქვა რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგი არაა.
"რუსეთი ომის დასრულების მიმართ აშკარა ინტერესის გამოხატვას აგრძელებს და პარალელურად, აფრიკელი ლიდერები რამდენიმე საათის განმავლობაში თავშესაფრებში იყვნენ, რადგან მათი ვიზიტის დროს პუტინი უკრაინას ბომბავდა...
სრულიად ნათელია, რომ რუსეთის ქმედებები - კიევის დაბომბვა, სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ კორპუსებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმები არ გამოხატავს არანაირ ინტერესს მშვიდობის მიღწევასა და ომის დასრულებაში”, - თქვა მან.