
"ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილი რიკოთზე შექმნილ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში.
მისი თქმით, თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რიკოთზე სამანქანო გზის 3 სხვადასხვა მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
"გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას - დაახლოებით 1 საათის წინ, რიკოთის უღელტეხილზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი. ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტიურად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით - ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს ? შემდეგ მეწყერამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით?" - წერს დათუნაშვილი.
იხილეთ: