
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები აშშ-ში - გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ სენატსა და კონგრესში შეხვედრები გამართეს. მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საკითხებია.
"მთავარი მესიჯი, რაც ჩვენ აქ ჩამოგვაქვს არის ის, რომ საქართველო არ გადაუხვევს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზიდან და ვერანაირი „ქართული ოცნება“ ამას ვერ შეძლებს!
მსოფლიოს სუპერსახელმწიფო მზადაა საქართველოს მხარში დაუდგეს ეკონომიკურადაც, სოციალურადაც, პოლიტიკურადაც და ყველა მხრივ, მთავარია, ჩვენ ხელი გავანძრიოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი!" ამბობს ვაშაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვაშინგტონში შეხვდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), IRI-სა და კონგრესის საგარეო კომიტეტის წევრებსაც.
სტრატეგია აღმაშენებლის ცნობით, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა არჩევნებზე გამოუშვას ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია. ასევე, ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს.