
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის მიერ დაანონსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მერი კალაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ "თუ არის დანაშაული, აუცილებელია პასუხისგებაც".
"როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, რაიმე თანამდებობა, ან თუნდაც პოლიტიკოსის სტატუსი, ბიზნესმენის სტატუსი, ტელევიზიის მფლობელის სტატუსი, ეს ვერ იქნება ერთგვარი ფარი. როდესაც აქვს ადამიანს დანაშაული, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად მოღვაწეობს და რას საქმიანობს. თუ არის დანაშაული, შესაბამისად აუცილებელია პასუხისგებაც." აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეზე სამივე ინსტანციის მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მიზნით.