ტყუილში ჩართულ სუბიექტებს ღირსება რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ქართულ საზოგადოებას - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სრული ფარსი იყო, პირდაპირ გვატყუებდნენ, ვინ თან გაიხსენეთ, მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული გასაგებია ამაში, NGO-ები რომ იყვნენ ჩართული, გასაგებია, ამ ოპოზიციების ტელევიზიები რომ იყვნენ ჩართულები, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფარსში იყო ჩართული ადამიანი, რომელსაც ერქვა სახალხო დამცველი, მისი ექიმები, ადამიანებს ერქვათ ექიმები და პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე, უცხოელები, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი ტყუილი და ამ ტყუილში შეგნებულად იყვნენ ჩართული თითოეული ეს სუბიექტი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, მათ რომ ჰქონდეთ ღირსება, ბოდიშს მოუხდიდნენ ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით". 

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი