დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს. ბრძანება 20 ივნისით თარიღდება და მას ხელს კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე აწერს.
ბრძანების თანახმად, ლორთქიფანიძემ ერთი თვის ვადაში წულუკიანის უწყებას ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს.
ლორთქიფანიძე ეროვნულ მუზეუმს მისი შექმნიდან, 2004 წლიდან ხელმძღვანელობს და ახალი ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე 2027 წლის ივნისამდე დარჩება.