
კიევში, დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.
როგორც კლიჩკო წერს, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
"დნიპროს რაიონში სახლის ნანგრევების ქვეშ მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება", - წერს კლიჩკო Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი გაზის გაჟოვნა გახდა.