წალენჯიხის მერიის მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება, ჩნდება ეჭვი, რომ ორგანიზებული პროცესია - მერია

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მათ მიმართ დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდებები ვრცელდება. 

როგორც მერია წერს, მათ მიმართ გაჟღერებული ყველა ბრალდება წარმოადგენს შეფასებით ნაწილს და არცერთ მათგანი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. 

"ბოლო პერიოდში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდებები ვრცელდება. 

ამ ცილისმწამებლური კამპანიის ავტორები, შეგნებულად ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ წალენჯიხის მერიას, როგორც ინსტიტუციას და ასევე მის ხელმძღვანელ პირებს. 

წალენჯიხაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, განსაკუთრებული მონაპოვარია ბოლო წლების საქართველოსათვის და ნაცვლად მისი გაფრთხილებისა, გარკვეული პირები შეგნებულად ცდილობენ ამ მონაპოვრის განადგურებას.

წალენჯიხის მერიის მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წალენჯიხისათვის, არამედ სრულიად საქართველოსათვის.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბრალდება წარმოადგენს შეფასებით ნაწილს და არცერთი მათგანი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. 

შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს ორგანიზებულ, მართულ პროცესს, რომლის მიზანია წალენჯიხის მერიის დისკრედიტაცია და რეპუტაციის შელახვა.

მოვუწოდებთ, ამ დამაზიანებელ პროცესში ჩართულ პირებს, რომ სწორად გააანალიზონ არსებული ვითარება და ხელი შეუწყონ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში", - წერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი