სტოკჰოლმში, ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დასრულდა - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ - ასეთი განცხადება გააკეთა შეხვედრის შემდეგ თავმჯდომარემ, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოზე საუბრისას.
"გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ სამეულში შედის. განხილვების ლიდერია. ასე რომ, დღეისთვის, თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა.
წინა კვირას ბრიუსელში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით რა არის საჭირო, ასე რომ შეასრულეთ ეს , გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა. " ამბობს ვარჰეი და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა მიმართულებით დააჩაქრონ სამუშაო
შვედეთის ევროპის საკითხებში მინისტრის თქმით კი მიუხედავად პროგრესისა, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო.
"მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული პროგრესი, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს საქართველოს. აუცილებელია, რომ გავაგზავნოთ ერთიანი მესიჯი, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს." ამბობს ჯესიკა როსვალი
დავეხმარებით საქართველოს, თუმცა საქართველოც უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი-ამბობს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ლოურენს ბონი.
საქართველოს მომავალი არის ევროპული. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ძალიან დიდ სწრაფვას ევროპისაკენ და რა თქმა უნდა დავეხმარებით საქართველოს აუცილებელ რეფორმებში. თუმცა ქვეყანაც უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. გვსურს ვნახოთ მთავრობის მტკიცე განაცხადი ამ კუთხით." თქვა ფრანგმა მინისტრმა.
საქართველოსთვის ღიაა ევროპული პერსპექტივა. ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. თუმცა საშინაო დავალებების შესრულება აუცილებელია. დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება პროცესები, რადგან როგორც იცით გადაწყვეტილება მიღებული იქნება დეკემბერში. აუცილებელია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა, რეფორმები, რათა მზად იყოთ ევროკავშირის წევრობისათვის." აცხადებს ანდრჟეა მეტელკო-ზგომბიჩი, ევროპის საკითხებში ხორვატიის სახელმწიფო მდივანი
დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელმა მინისტრებმა შუალედური ზეპირი მოხსენება წარადგინეს, საბოლოო შეფასება კი შეასრულა თუ არა რეკომენდაციები საქართველომ და მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი.
ევროპელი პარტნიორების პოზიციაა, რომ საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მხოლოდ 3 შეასრულა - სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება
იხილეთ ასევე: