მოლდოვის პარლამენტმა პრორუსული პარტია არაკონსტიტუციურად ცნო

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პრორუსული პარტია "შორი" არაკონსტიტუციურად ცნო და დაშლილად გამოაცხადა. სხდომა დღეს, 22 ივნისს გაიმართა.

პარტიის სიით პარლამენტში შესული დეპუტატები საკუთარ მანდატებს ინარჩუნებენ, თუმცა ისინი დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან და მომავალში სხვა ფრაქციებში გაწევრიანება აეკრძალებათ. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა პარტიის საპარლამენტო რეზერვების სიაც. 

გარდა ამისა, "შორის" დეპუტატები გარიცხეს მუდმივმოქმედი ბიუროებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციებისა და სხვა ქვეყნებთან თანამეგობრობის საპარლამენტო ჯგუფებიდან. 

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე არაკონსტიტუციურად გამოცხადდა პარტია "შორის" აქტივობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი