ადამიანები, რომლებიც ომს შეესწრნენ, მეხსიერებიდან მომხდარის წაშლას 12 წლის შემდეგაც ვერ ახერხებენ. ფიქრია შველიძემ ოჯახთან ერთად დიდი ლიახვის ხეობა 8 აგვისტოს გამთენიას დატოვა. ყვება, რომ იმედი ჰქონდა, საკუთრი სახლის დატოვება არ მოუწევდა, თუმცა როცა რუსი ოკუპანტები სოფელ კეხურას მიადგნენ, მას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. იხსენებს, რომ ხეობიდან წამოსვლისას რამდენიმე თანასოფლელი რუსული ჯარის ტყვიებს შეეწირა, ზოგი კი ტყვედ ჩავარდა.
დიდი ლიახვის ხეობიდან კიდევ ერთი დევნილი ნოდარ ქამართაძე იხსენებს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ომი დაწყებული არ იყო, პირველ აგვისტოს, მასსა და მის თანასოფლელებს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნენს. მაშინ ოკუპანტის ტყვიას გადაურჩა, თუმცა მომდევნო დღეებში ომმა ბევრი ახლობელი წაართვა. ახლა კი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ყველაზე მეტად აბრაზებს.
ხელისუფლებაზე განაწყენებული დევნილები საოკუპაციო ხაზთან დღეს უმრავლესობის წევრებს ელოდნენ, თუმცა მათ ომის 12 წლისთავი მხოლოდ საჯარო განცხადებებით აღნიშნეს.
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს, დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნელები მაგისტრალთან ახლოს გამოჩნდენ. ოკუპანტების პატრულირებას თვალს არასამთავრობო ორგანიზაციები ადევნებდნენ, რომლებმაც დღეს რუსეთს საკუთრი ხმა კიდევ ერთხელ გააგონეს.
ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებს იმედი აქვთ, რომ სახლში ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაბრუნდებიან. იქამდე კი მათი ფიქრები მხოლოდ საკუთარ სოფლებსა და სახლებს უკავშირდება.