ნატო და როსტომ ჩხეიძეები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

გამოქვეყნდა:

დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან, რომლის სახელწოდებაც „თავისუფლება“ იქნება.

პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ, 23 ივნისს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება.

შეგახსენებთ, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს, ფრაქცია დატოვეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი