ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ქუთაისში მაჟორიტარობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. პარტიის თავმჯდომარისთვის სწორედ ქუთაისია ყველაზე კარგად ნაცნობი ოლქი. გრიგოლ ვაშაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, მერობისთვის სწორედ ამ ქალაქში იბრძოდა. "ქართული ონების" რჩეულმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ კი ვერ გაამართლა და ვადაზე ადრე გაუშვეს. ახლა გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ წელს ეროვნული მნიშვნელობის საარჩევნო მარათონში გზავნილები ამომრჩევლებთან ბევრად უფრო განსხვავებულია, თუმცა მიზანი იგივეა - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება. 

იმერეთის კიდევ ერთ საკვანძო ოლქში "ნაციონალური მოძრაობა" გენერალ დევი ჭანკოტაძეს წარადგენს. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი სწორედ გენერალი ჭანკოტაძე იქნება. ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე რიგითი ჯარისკაცია და მთავარ მოწინააღმდეგედ "ოცნების" კანდიდატს ასახელებს. 

დეპუტატობისთვის რთულ გზას ირჩევს ხატია დეკანოიძეც. მისი კანდიდატურა პარტიაში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში განიხილება. თანახმაა თვითონაც, თუმცა ჯერ პარტიის ოფიციალურ განცხადებას ელოდება. არ არის გამორიცხული, დეკანოიძე თბილისის რომელიმე ოლქის მაჟორიტარად დასახელდეს - ეს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური ერთობა საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებში საერთო კანდიდატებზე ევრ შეთანხმდება. 

"ნაციონალური მოძრაობა" რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს ისევ დავით კიკრკიტაძეს აბარებს. პარტიის ვეტერანმა წევრმა კამპანია უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაა, წინასაარჩევნოდ, მოსახლეობასაც ხვდება. 

პარტიამ გადაანაწილა კახეთიც - ორივე ოლქში კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ. საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობისთვის პარტიის ასევე ვეტერანი წევრი, ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის სამაჟორიტარო ოლქი დკი გიორგი ბოტკოველს ჩააბარეს. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა კონსულტაციები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაზე მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონს წარადგენენ. 

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი მთავარი ოპოზიციური პარტია, მიხეილ ბოლქვაძეს დაასახელებს, რომელიც  ნაციონალური მოძრაობიდან ხელვჩაურის საკრებულოს წევრია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი