
საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად მასპინძლობს.
კონგრესმენის განცხადებით, ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდეს.