"არ ველოდებოდი და ძალიან გამიკვირდა. იმიტომ, რომ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. დასავლეთი რომ არასწორად იყო ინფორმირებული ეს მიშა სააკაშვილის ქეისმაც დაადასტურა ხომ?! ხომ ესე მოხდა, რომ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, სხვა შეხედულებებით ჰქონდა და აღმოჩნდა, რომ მიშა სააკაშვილი თურმე არც იწამლება და არც კვდება ხომ?! არასწორი ინფორმაციები ვრცელდება ჩვენი ქვეყნიდან დასავლეთის მიმართულებით და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბაია კვიციანმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.