რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო.  მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ვულკანი პარასკევს გააქტიურდა. 

"ვულკანის ზომიერი ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება" - თქვა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ. 

უწყება ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ფერფლის ამოფრქვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე. 

თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლის (3 მილი), კლიუჩევსკაია არის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი ევრაზიაში. ის ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი