საოკუპაციო ძალებმა ხერსონის სატრანსპორტო კომპანიას დაარტყეს - დაღუპულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონის სატრანსპორტო კომპანიაზე. დაღუპულია ორი და დაშავებულია 4 ადამიანი.

„მორიგი რუსული ტერორისტული აქტი... ხერსონში საოკუპაციო ძალებმა მიზანმიმართულად დაარტყეს კომუნალურ სატრანსპორტო კომპანიას. სამწუხაროდ, 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 43 წლის თანამშრომლის გადარჩენას კი ექიმები ცდილობდნენ, თუმცა დაზიანებები მძიმე აღმოჩნდა. მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა" წერს პროკუდინი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი