
რუსეთმა შექმნა სპეციალური ჯგუფები სამხრეთ უკრაინაში კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ცხედრების შესაგროვებლად და დასამალად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
„რუსულმა ბოროტებამ სპეციალური ჯგუფები შექმნა, რათა ამოეღოთ და, ცხადია, დაემალათ მსხვერპლთა ცხედრები“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებას "კატასტროფული" უწოდა. კაშხლის ნგრევამ სამხრეთ უკრაინა, განსაკუთრებით კი ხერსონის რეგიონი დააზარალა, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.