პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არ ეკუთვნის თავის თავს და იმართება უცხოური ძალების მხრიდან - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"თუ ვინმე ახდენს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ეს პრეზიდენტის თემაა, მან აიღო საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მე ვიტყოდი, დიდი ტვირთი. ამის მერე რა რადიკალურ პროცესებსაც ნიკა გვარამია მიმართავს, ამაზეც აიღო პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა და ამას როგორ იტვირთებს, ამას ჩვენ ვნახავთ. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის არ ეკუთვნის თავის თავს და ის იმართება, სამწუხაროდ, უცხოური ძალების მხრიდან. რამდენიმე დღის წინ, მან გააკეთა განცხადება, რომ მე მაინც იმას გავაკეთებო, ნუ მემუქრებითო, ეს პატარა ბავშვის... ვინ ემუქრება, რატომ უნდა ემუქრებოდეს ვინმე? მაინც იმას გავაკეთებ, რაც მაქვს ჩაფიქრებულიო და ის კი არ გააკეთა, რაც თვითონ აქვს ჩაფიქრებული, რაც უთხრეს (უცხოურმა ძალებმა) ის გააკეთა". 

განაცხადა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი