სანქციების მე-11 პაკეტის საპასუხოდ, რუსეთმა იმ ადამიანების სია გაზარდა, რომლებსაც მათ ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ

გამოქვეყნდა:

მოსკოვმა, ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტის საპასუხოდ, იმ ადამიანების სია გაზარდა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპული სტრუქტურებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების სანქცირებული სია "საგრძნობლად გაიზარდა". 

"სანქცირებულთა" სია მოიცავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცველი ორგანოების, სამთავრობო სტრუქტურებისა და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებს. ასევე ინდივიდებს, რომლებიც ჩართულები არიან კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაში. 

დამატებით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა შეეხება ევროპული სტრუქტურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და "ძირს უთხრიან მოსკოვის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან". 

"შეზღუდვები ასევე ეხება ევროპარლამენტარებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთთან დაპირისპირებული დღის წესრიგის პოპულარიზაციას", - წერს სამინისტრო. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 ივნისს, ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტი, რომლის მიზანია მანამდე დაწესებული სანქციების კიდევ უფრო უკეთ აღსრულება და განხორციელება. 

პაკეტი ევროკავშირიდან რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული გარკვეული მგრძნობიარე საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აფართოებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი