
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პროცესზე მოწმის სტატუსით შსს-ს თანამშრომელი გამოიკითხა, რომელმაც ჩვენების მიცემის დროს აღიარა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქალაქეების, მათ შორის ბექა გრიგორიადისის გვერდებს რეგულარულად ამოწმებენ და იქ განთავსებულ ინფორმაციას რეგულარუად ამოწმებენ, რაც გამოხატვის თავისუფლებაა.
''პრეცენდენტია პირველი თვალამოკერილი, პირამოკერილი კაცი ზის და ასამართლებენ თავისი ლაივის პოსტის გამო. ანუ შეურაცხყოფა პოლიციელზე რაც არ ყოფილა. წინა პროცესზე რომელი მოწმეც მყავდა პოლიციელი, მაგრამ მე მას მილიციელს ვეძახი. ის ჩემთვის პოლიციელი აღარ არის. მან იცრუა დღესაც. იძახის რომ მე მაგინაო, მაგრამ მე მისთვის არ მიგინებია, გამორიცხულია. ვიდეო არსებობს და თუ გინდათ გაშალეთ და შეამოწმეთ.''- ამბობს ბექა გრიგორიადისი
შეგახსენებთ, გრიგორიადისის წინააღმდეგ საქმე, მისსავე ფეისბუქ გვერდზე, ლაივ-ჩართვისას გაკეთებული განცხადებების გამო აღიძრა. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. თავად ბექა გრიგორიადისი კი ბრალდებას უარყოფს და შვილის გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტ პროტესტს განაგრძობს.