აფეთქება ტაილანდში, ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების დროს | დაიღუპა 1 სტუდენტი, დაშავდა 21

გამოქვეყნდა:

ტაილანდში სტუდენტი, კამპუსში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების დროს აფეთქდა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათგან 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ცეცხლმაქრი დაღუპულ სტუდენტთან ახლოს, 10 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ადგილზე დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი სამაშველო ორგანიზაცია Ruamkatanyu Foundation იუწყება, შესაძლოა ცეცხლმაქრში ნახშირორჟანგი ყოფილიყო, რაც ინციდენტის მიზეზი გახდა.  

''კონტეინერები, როგორც წესი ივსება ქიმიკატებით, როცა ცარიელია, მაგრამ სადაც და როგორც არ  უნდა იყოს შევსებული და უსაფრთხოების სარქველები უნდა შემოწმდეს“, - თქვა ქალაქის პოლიციის უფროსმა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სწავლების დროს გამოყენებული ცეცხლმაქრები ექსპერტიზის განყოფილებაშია გადაგზავნილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი