რუსეთი სევასტოპოლში ფლოტის დასაცავად დელფინებს იყენებს | ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთი სევასტოპოლში ფლოტის დასაცავად დელფინებს იყენებს. მათი თქმით, 2022 წლის ზაფხულიდან ოკუპანტებმა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში ინვესტიცია ჩადეს. 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ყოველდღიურ მოკლე ცნობებში, 23 ივნისის ანგარიშში განაცხადა, რომ რუსებმა სევასტოპოლის ნავსადგურის შესასვლელთან ბარიერები და მინიმუმ ბადის 4 ფენა განათავსეს. ამით ოკუპანტებმა დიდი ალბათობით ძუძუმწოვრების დახმარებით  თავდაცვა გააძლიერეს. 

„გამოსახულება გვიჩვენებს ნავსადგურში მცურავი ძუძუმწოვრებისთვის განკუთვნილი გალიების თითქმის გაორმაგებას, სადაც სავარაუდოდ,  შავ ზღვაში გარცველებული დელფინები იმყოფებიან. არქტიკულ წყლებში საზღვაო ფლოტი ასევე იყენებს ბელუგებსა და სელაპებს. რუსეთს მომზადებული ჰყავს გაწვრთნილი ცხოველები სხვადასხვა მისიისთვის მაგრამ ისინი, რომლებიც შეიყვანეს სევასტოპოლის ნავსადგურში, დიდი ალბათობით, მტრის მყვინთავებთან დასაპირისპირებლადაა გამიზნული“, - წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და ანგარიშს თან ფოტომასალას ურთავს. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი და  მოკავშირეები გმობენ რუსეთის მთავრობის არაპროვოცირებულ და წინასწარ განზრახულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი