ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს უკანონო პატიმარ ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის. პარტიები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა.
მათი შეფასებით, ნიკა გვარამიას შეწყალებით პრეზიდენტმა წინგადადგმული ნაბიჯი გადადგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული არიან, რომ ახლა "ქართული ოცნება" შეტევას გააძლიერებს პრეზიდენტზე და ყველანაირად ეცდება მის დისკრედიტაციას.