ტრაგედია ატლანტის ოკეანეში | რა დაემართა წყალქვეშა ნავს

გამოქვეყნდა:

ატლანტის ოკეანეში დაკარგული წყალქვეშა აპარატის ხუთივე მგზავრი დაიღუპა. ასეთ დასკვნამდე მივიდა აშშ-ის სანაპირო დაცვა მას შემდეგ, რაც ჩაძირული ტიტანიკის მახლობლად, ოკეანის ფსკერზე, ბატისკაფის ნამტვრევები იქნა აღმოჩენილი.

რამ გამოიწვია კატასტროფა, დაზუსტებით ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყველაზე სავარაუდო ვერსიაა, რომ მოხდა აპარატის ჰერმეტულობის დარღვევა, რასაც მისი დაშლა მოჰყვა, ადამიანების გადარჩენის შანსი კი 3 000-მდე მეტრის სიღრმეზე ნულის ტოლია.

ტურისტულ ბატისკაფში, რომელსაც მგზავრები ატლანტის ოკეანეში 1912 წელს ჩაძირული ტიტანიკის დასათვალიერებლად ჩაჰყავდა, ხუთი ადამიანი იჯდა.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი