რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე შავი ჭირის 137-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა | რუსეთი ჭირის პრევენციისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС-ის ცნობით, რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, ანა პოპოვამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ რუსეთის რეგიონები შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ. 

როგორც გამოცემა წერს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და ჩინეთის საზღვარზე შავი ჭირის 137-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"უზრუნველყოფილ იქნას რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანოების მზადყოფნა, რომლებიც მიმართული იქნება შავი ჭირის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბუნებრივი კერების არსებობის ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი" - წერია დოკუმენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი