კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ფარული შეხვედრა კინოხელოვანებთან, რომელიც დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა, დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი რამდენიმე ადამიანმა გააკეთა. მათი თქმით, ისინი კინოცენტრთან დაკავშირებით წულუკიანის გეგმებსა და კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზიას იზიარებენ.
დახურული შეხვედრის რამდენიმე მონაწილე ამბობს, რეორგანიზაციის შემდეგ დაგეგმილია რეფორები, მაგრამ უცნობია, რას ისახავს მიზნად რეფორმა, რომელსაც მინისტრი წულუკიანი გეგმავს.
შეგანხსენებთ, რომ შეხვედრის პარალელურად კულტურის სამინიტროსთან საპროტესტო აქციას მართავდნენ
სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე არ მიიწვიეს.