პრიგოჟინი რუსეთს საკუთარ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს | რუსეთის თავდაცვა ბრალდებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

პრიგოჟინი რუსულ არმიას "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.

პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა ხმოვანი შეტყობინება, რომელსაც თან ევგენი პრიგოჟინის განცხადება ერთვოდა. თუმცა ჩანაწერში პრიგოჟინმა არ დააკონკრეტა, სად იყო ბანაკები განთავსებული, ან როგორ განხორციელდა მათზე სარაკეტო დარტყმა. 

"ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ბევრია მსხვერპლი. თვითმხილველი მებრძოლები ამბობენ, რომ დარტყმა უკნიდან მიიტანეს, ანუ მათ თავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროები დაესხნენ.

თავხედურად მოგვატყუეს და ცდილობდნენ საკუთარი სახლის დაცვის შესაძლებლობა წაერთმიათ. მზად ვიყავით, წავსულიყავით დათმობაზე თავდაცვის სამინისტროსთან, ჩაგვებარებინა იარაღი, გვეპოვა გადაჭრის გზა, როგორ გავაგრძელებდით ჩვენი ქვეყნის დაცვას. მაგრამ ეს ამაზრზენები არ დაწყნარდნენ", - თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის ბრალდებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება "ვაგნერის" ბანაკებზე თავდასხმას უარყოფს. 

მათი მტკიცებით, "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი