ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გუშინ, მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს ეკატერინე სტეფანოვა. მანამდე მას გამოქვეყნებული აქვს ფოტო, სადაც წერს, რომ მოსკოვში იმყოფება დაბადების დღის ღონისძიებაზე.
ვიდეოში ჩანს, რომ სოსო პავლიაშვილთან ერთად სიმღერა "სამშობლოს" მღერიან ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.
"მადლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად ქართულად ვმღერით! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ყოველთვის", - მიმართა რუსულ ენაზე პავლიაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას.
ღონისძიებაზე იმღერა მეგი გოგიტიძემ:
სოსო პავლიაშვილმა:
დათო ხუჯაძემ:
მიშო სულუხიამ, რომელმაც სხვა სიმღერებთან ერთად შესრულა "ჰერიო ბიჭებო":